პროექტის პრეზენტაცია სტუ-ში

საქართველო, თბილისი - 2014-10-29 14:06:00

31 ოქტომბერს, 15:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე შედგება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში (სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის შესყიდვისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი) გამარჯვებული პროექტის „3D მოდელირების, ელექტრონული სწავლების და ისტორიული რარიტეტების დიგიტალიზაციის თანამედროვე ტექნოლოგია (AP/10/13)" პრეზენტაცია.

მისამართი: კოსტავას ქ. №72, I c კორპუსი, 405-ე აუდიტორია.