სამართალდამცავებმა ქრთამის აღების ფაქტზე თელავის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2010-04-06 12:16:00

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს თელავის სამმართველოს უბნის ინსპექტორი-გამომძიებლი პოლიციის უფროსი ლეიტენანტი გიორგი პეპინაშვილი, რომელმაც საპროცესე შეთახმების გაფორემებისთვის საჭირო ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, ადვოკატის თანაშემწისგან ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა 500 ლარის ოდენობით.

სამართლადამცავების განცხადებით, დაკავებული პოლიციელი აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსექცია.

მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული ქმედება ისჯება 6-9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.