ყირიმ-კონგოს ცხელებით თბილისში, მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 2014-10-23 11:18:00

ყირიმ-კონგოს ცხელებით, საქართველოში 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი თბილისში ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩადან გადმოყვანეს.

ერთ-ერთი ვერსიით, დაავადების მიზეზი სოფელში სხვა რეგიონიდან შეტანილი თივა გახდა.

სპეციალისტები, მოსახლეობას, რომელთაც შინაურ ცხოველებთან აქვთ შეხება, სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ყირიმ-კონგოს ცხელება ფართოდ გავრცელებული ვირუსული დაავადებაა, რომლის გადაცემა, ტკიპების კბენის შედეგად ხდება.