მარტვილში ზურაბ ჯღარკავას ოჯახი დააყაჩაღეს

საქართველო, თბილისი - 2014-10-15 13:35:00

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოში, ზურაბ ჯღარკავას ოჯახი დააყაჩაღეს. ,,ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინწინ, საღამოს 2:00 საათზე მოხდა.

ყაჩაღებმა კისერზე თოკის გადაჭრისა და დახრჩობის მუქარით, 280 ლარი და 105 კილოგრამი თხილი წაიღეს.

მეზობლების თქმით, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის 7 მანქანა. ,,ჯი-ეიჩ-ენი" შსს აღნიშნული ფაქტის გადასამოწმებლად დაუკავშირდა, თუმცა საგამოძიებო ორგანოში აცხადებენ, რომ მსგავსი შეტყობინება არ მიუღიათ.