დონალდ ტუსკი: რუსული ჯარის უკრაინაში პირდაპირი შეჭრის საფრთხე გაზრდილია

საქართველო, თბილისი - 2014-08-06 14:57:00

ბოლო დღეების განმავლობაში რუსული ჯარის უკრაინაში პირდაპირი შეჭრის საფრთხე გაიზარდა. განცხადება ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი" ავრცელებს.

„ჩვენ გვაქვს მიზეზი, ვიეჭვოთ, - ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ შესაბამისი ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსული ჯარის შეჭრის პირპირი საფრთხე ახლა იმაზე გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე რამდენიმე დღის წინ",_განაცხადა ტუსკმა.