ირაკლი ღარიბაშვილი: ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს მეზობელ, მეგობარ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებს

საქართველო, თბილისი - 2014-08-04 13:17:00

,,ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს მეზობელ, მეგობარ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებს და ვიმედოვნებთ, რომ მხარეები მალე მიაღწევენ თანხმობას და რეგიონში მშვიდობა აღდგება" - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს „ამბასადორიალი 2014"-ის გახსნის შემდეგ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ორივე სახელმწიფო საქართველოსთვის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რათა დროულად მოხდეს მშვიდობის აღდგენა.