ფინანსთა მინისტრი იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულსა და რაიონების გამგებლებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 2010-03-23 18:46:00

ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულსა და რაიონების გამგებლებს შეხვდა.  

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური შეხვედრა კახა ბაინდურაშვილმა 22 მარტს სამცხე-ჯავახეთში გამართა, სადაც გაეცნო ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას, ასევე იმ პროგრამებს, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდება და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ხმარდება.