თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 70-მდე შეტყობინება შევიდა

საქართველო, თბილისი - 2014-05-13 15:39:00

უამინდობის გამო თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 70-მდე შეტყობინება შევიდა. თუმცა როგორც უწყებაში ,,ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადეს შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

,, 70-მდე შეტყობინება შემოვიდა, თუმცა არც ერთი სერიოზული არ იყო. იუსტიციის სახლის წინ ხე წაიქცა, თუმცა არავინ დაშავებულა, ასევე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა და ბავშვები კუს ტბის ტერიტორიაზე მთაზე იყვნენ ასულები და ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ. სხვა მნიშვნელოვანია შეტყობინება არ დაფიქსირებულა", _აცხადებენ თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ წვიმა და ელჭექი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ხვალაც შენარჩუნდება.