შეხვედრაზე მხარეებმა „112"-ის მიერ განხორციელებულ ცვლილებებსა დაგეგმილი რეფორმებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ევროკავშირის კრიზისული სიტუაციების დაძლევისა და ოპერაციული კოორდინაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობის საკითხები. ასევე ისაუბრეს ევროკავშირის კრიზისული სიტუაციების დაძლევისა და ოპერაციული კოორდინაციის დეპარტამენტის უმნიშვნელოვანეს როლზე უსაფრთხოების პოლიტიკაში, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოს მონიტორინგს და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმირებას 24 საათის განმავლობაში.
ვიზიტის დასასრულს „112"-ის დირექტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა დელეგაციის წევრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.