ირაკლი ღარიბაშვილი: მე მაქვს ძალიან კარგი ოფისი, არ ვაპირებ შევიცვალო ჩემი სამუშაო ოთახი

საქართველო, თბილისი - 2014-03-31 11:00:00

ათონელის ქუჩაძე მშენებარე შენობის ბედი კვლავ გაურკვეველია. თუმცა უკვე ცნობილია, რომ შენობაში სამუშაოდ არც საქართველოს პრეზიდენტი და არც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არ გადავლენ. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ოფისის შეცვლას არ აპირებს.
"მე მაქვს ძალიან კარგი ოფისი, არ ვაპირებ შევიცვალო ჩემი სამუშაო ოთახი, საკმარისზე მეტი ფართი მაქვს", - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ ათონელის ქუჩაძე მშენებარე სამთავრობო რეზიდენციაში პირველადი გათვლებით მთავრობის კანცელარია უნდა გადასულიყო, ხოლო ხელისუფლების ცვლილების შემდეგ - პრეზიდენტის ადმინისტრაცია. საბოლოოდ კი პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც არსებულ შენობებში რჩებიან და თუ ვინ დაიკავებს ათონელის ქუჩაძე მდებარე შენობას ეს უახლოეს პერიოდში გადაწყდება.