უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.0 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 92.6 პროცენტი მოდიოდა.
2014 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 12.9 მლნ აშშ დოლარი (22.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 10.8 მლნ აშშ დოლარისა (17.9 მლნ ლარი) გასული წლის თებერვალში.