ედუარდ კოკოითი ნიჟნი ნოვგოროდში ბაზრობაზე გაემგზავრა

საქართველო, თბილისი - 2009-10-25 15:31:00

 ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი სეპარატისტთა დელეგაციასთან ერთად ნიჟნი ნოვგოროდში გაემგზავრა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ედუარდ კოკოითი ნიჟნი ნოვგოროდში მონაწილეობას მიიღებს მე-14 საერთაშორისო სამეცნიერო-საწარმო ფორუმის "როსია ედიანაია"-ს მუშაობაში, რომელიც ნიჟნინოვგოროდის ბაზრობის ფარგლებში (28 ოქტომბერი - 1 ნოემბერი) გაიმართება.

"დელეგაცია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ფორუმზე უკვე გაემგზავრა, რომელშუიც აქტიური მონაწილეობის მიღებას აპირებს",_ იუწყება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.