უკრაინულმა დრონებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს ქალაქ ბუდიონოვსკს, რომელიც სტავროპოლიდან 200 კილომეტრში მდებარეობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ოთხშაბათს, 12 ნოემბერს, განაცხადა, რომ უკრაინის ძალებმა „სტავროლენის“ ქიმიური ქარხანას დაარტა.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა განახორციელეს „რუსი აგრესორის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საჭიროებებისთვის ნავთობქიმიური პროდუქტების წარმოების სიმძლავრის შემცირების ფარგლებში“.
მათი მონაცემებით, თავდასხმას „სამიზნე ზონაში მრავალი აფეთქება და ხანძარი მოჰყვა“. მათივე ცნობით, შედეგები ზუსტდება.