1-ელ ნოემბრის საღამოს, რუსეთის ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქის სამარის რაიონს შეუტიეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. ასევე ნიკოპოლში, მტრის თავდასხმების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ორი დაშავდა.
ინფორმაციას დნიპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადისლავ გაივანენკო ავრცელებს.
„დღეს საღამოს აგრესორმა სამარის რაიონს შეუტია. ხანძარი გაჩნდა და მაღაზია დაზიანდა. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. დეტალები ზუსტდება“, - წერს გაივანენკო.
დღის განმავლობაში ნიკოპოლი მტრის დრონებისა და არტილერიის დარტყმების ქვეშ იყო.