აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია Patriot-ის სისტემებს თავდაპირველად იმ მოკავშირეებს მიაწვდის, რომლებმაც თავიანთი მარაგებიდან შეიარღება უკრაინას უნდა გადასცენ.
ამრიგად, აშშ-ის ადმინსიტრაციამPatriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მისაღებად გერმანია შვეიცარიაზე წინ დააყენა, რაც ბერლინს საშუალებას მისცემს უკრაინაში Patriot-ის ორი არსებული სისტემა გაგზავნოს. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ აშშ-მა „გადაწყვიტა, ხელახლა დაეგეგმა Patriot-ის სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება“, რათა გაძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა. შვეიცარიამ მანამდე შეიძინა Patriot-ის ხუთი სისტემა, რომელთა მიწოდებაც 2026-2028 წლებში იგეგმებოდა. შვეიცარიაში მიწოდების ვადები ამჟამად გაურკვეველია.
გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, სამხედრო კორპორაცია Raytheon აგრძელებს Patriot-ის სისტემის წარმოებას, რომელიც შვეიცარიისთვის იყო განკუთვნილი და ის მიწოდებისთვის მზად სულ მცირე ექვსიდან რვა თვემდე არ იქნება. Bild წერს, რომ Patriot-ის სისტემა უკრაინაში გაიგზავნება და არა შვეიცარიაში, მიწოდების საფასურს კი გერმანია დაფარავს.
დონალდ ტრამპმა 14 ივლისს გამოაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
ტრამპმა განაცხადა, რომ ნატო-ს მოკავშირეები აშშ-ს უკრაინისთვის მიწოდებული შეიარრების საფასურს სრულად გადაუხდიან.
როგორც The Wall Street Journal-იწერს, ნატო-ს წარმომადგენლის თქმით, გერმანიამ, ნორვეგიამ, დანიამ, ნიდერლანდებმა, შვედეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ფინეთმა ინიციატივის მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ.
WSJ აღნიშნავს, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში, ანუ 21-დან 27 ივლისამდე, შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შორის, სავარაუდოდ, დამატებითი შეთანხმებები დაიდება დამატებითი იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.
უფრო მეტიც, შეთანხმებები გავლენას მოახდენს არა მხოლოდ Patriot-ზე, არამედ სხვა შეტევით და თავდაცვით იარაღზეც, რომელსაც ნატო-ს ქვეყნები კიევს მიაწვდიან და შემდეგ შეერთებული შტატებისგან შეიძენენ.