საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, ზუგდიდში, მისი რეიტინგის გაზრდით, ხელისუფლება შეშფოთებულია, რისთვისაც სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ მის წინააღმდეგ.
„სამი დღის წინ, ივანიშვილმა მოაწყო თათბირი, ძალიან შეშოფთებულები არიან თავისი გამოკვლველებით. ჩაატარეს ზუგდიდის არჩევნებთან დაკავშირებით შეშფოთებულები არიან ჩემი პირადი რეიტინგის საოცარი ზრდით. ივანიშვილმა დაავალა შემდეგი რაღაც: პირველი, გავააქტიუროთ ისევ ზურაბ ჟვანიას ე.წ. მკვლელობის თემა და ვისაც ჰგონია, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს, არის აბსოლუტურად დეგენარატი და ავადმყოფი. იმიტომ რომ ყველა პირობა გარკვეულია მგონი. რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე, რომ ყველასთვის სინდისი შემენახა და უამრავი ადამიანი დაიჩაგრა ამ თითიდან გამოწოვილი თემით... და მეორე, სისხლის სამართლის საქმე აღძარით ბიძაჩემს, თემურ ალასანიას იარაღით ვაჭრობაზეო. უკაცრავად, რა იარაღის ვაჭრობა, რა სისულელეა. ამდენი მილიარდის იარაღი ვიყიდეთ როცა პრეზიდენტი ვიყავი და ერთ კონტრაქტს ვერ მივცემდი ბიძაჩემს?“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.