თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

საქართველო, თბილისი - 2013-08-05 18:22:00

ხვალ, 6 აგვისტოს სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „თელასის" მიერ გამოქვეყნებული განრიგი ასეთია:

ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, ტეტელაშვილის, მარჯანიშვილის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახტანგ მეექვსეს, ბაჩანას, მესხიშვილის, ავლაბრის, ლაღიძის და წულუკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის V მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთში დაბა ქეთქეთების მაცხოვრებლებს.


ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და ცოტნე დადიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.


კრწანისის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სვანების და ფონიჭალის დასახლების და გულბანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის და ქაიროს ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის და ქურდიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.


საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გამსახურდიას გამზირის II კვარტლის, ხვიჩიას და იოსებიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის მაცხოვრებლებს.
09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთლემის, საადის, ერეკლე მეორის და გრიგოლ ხანძთელის ქუჩების მაცხოვრებლებს.