„სარფი“-ს საბაჟოზე ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2013-05-22 13:54:00

შემოსავლების სამსახურის „სარფი"-ს საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში თურქეთიდან VOLKSWAGEN TRANSPORTER-ის მარკის მინივენით თურქეთის მოქალაქე მესუტ კ. შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავტომანქანის დათვალიერებისას, სალონის წინა მარჯვენა სავარძელთან მოთავსებულ. ე.წ. ხალიჩის ქვეშ ცეცხლსასროლი იარაღი მარკით: SARSILMAZ T1102-04B007937 - 9 მილიმეტრიანი, 3 მჭიდითა და 39 ცალი საბრძოლო ვაზნით აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვი შესაბამის უწყებას გადაეცა.