Samsung-ის სისტემურ დაცვაში ისეთივე ხარვეზებია აღმოჩენილი, როგორც iPhone-ს სისტემაში იქნა დაფისირებული

საქართველო, თბილისი - 2013-03-12 11:29:00

ექსპერტებმა Samsung Galaxy S III-ის პროგრამული დაუცველობა აღმოაჩინეს. ირკვევა, რომ გარკვეული მანიკულატციების საშუალებით სმარტფონზე არალიცენზირებული პროგრამების დაყენებაა შესაძლებელი.

ამ დროისათვის, Samsung Galaxy S III ერთ-ერთი პოპულარული სმარტფონია. ის გაყიდვაში ერთ წელზე ნაკლებია რაც გამოჩნდა და ამ დროისათვის უკვე 40 მლნ Galaxy S III-ია რეალიზებული.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ხარვეზი ადრე Apple-ს iPhone-საც დაუფიქსირდა, საუბარია iOS 6.1-ზე და უნდა აღინიშნოს, რომ Apple-ს აღნიშნული ხარვეზი ამ დრომდე არ გამოუსწორებელია.