რუსეთის მთავარი სანიტარი საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობასთან დაკავშირებით მედიასთან კიდევ ერთხელ საუბრობს.მან ასევე დაადასტურა, რომ მიწვევა პირადად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისგან მიიღო, როდესაც ის ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა.
"მოწვევა მიღებულია. ამ მოწვევას, მოვლენების განვითარების მიუხედავად, დიდი პატივისცემითა და მადლიერებით დავეთანხმე. ვიზიტის თარიღი ბევრ გარე ფაქტორზეა დამოკიდებული", - აღნიშნა გენადი ონიშენკომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში.