"არც ერთი ავტომობილი არ გაყიდულა. რადგანაც არ შემოსულა განაცხადები. დაახლოებით 2 კვირა დაგვჭირდენბა იმისათვის რომ შევისწავლოთ და შევაფასოთ ავტომობილები და როცა ფასებში გავრეკვევით ალბად ხელმწორედ გამოცხადდება აუქციონი"- განაცხადა ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული 50-მდე ძვირადღირებული ავტომობილმ აუქციონზე გაიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ გასასხვისებელი ავტომობილებიდან რამდენიმე მოქალაქემ საკუთარი ავტომობილი ამოიცნო. მათი თქმით, მანქანები ძველი ხელისუფლების დროს უკანონოდ გადააფორმებინეს.