მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები შემცირდა 0,6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თებერვლის ინფლაციაში -0,18 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (4,4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1,9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (1,6 პროცენტი). ამასთან ფასები გაიზარდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე (4,8 პროცენტი).
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: მოცემულ ჯგუფში ფასები შემცირდა 2,8 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თებერვლის ინფლაციაში -0,07 პროცენტული პუნქტი შეადგინა.