სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 30 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
საქართველო, თბილისი - 2013-02-27 18:08:00
![]()
27 თებერვალს, ეროვნული ბანკის 84-დღიან N9, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ერთმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 5.25 პრცენტით განისაზღვრა.