ტაილანდსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა განიხილება

საქართველო, თბილისი - 2013-02-27 17:31:00

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი ტაილანდის სამეფოს ელჩს, არბორნ მანასვანიჩს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღმავების საკითხებზე, სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობის ხელშეწყობაზე და საქართველო-ტაილანდის ეკონომიკური ურთიერთობის დამყარების პერსპექტივაზე.