ნიკოლოზ ხაჩირაშვილი "ენერგო-პრო-ჯორჯიასა" და ,,თელასის" წარმომადგენლებს საჯარო განხილვის მოწყობას სთავაზობს

საქართველო, თბილისი - 2013-02-25 13:04:00

თბილის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი და გლდანის მაჟორიტარი ნიკოლოზ ხაჩირაშვილი გლდანის მოსახლეობასთან ერთად ენერგო-პრო-ჯორჯიასა" და ,,თელასის" წარმომადგენლებს საჯარო განხილვის მოწყობას სთავაზობს. როგორც ხაჩირაშვილმა საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა გლდანის რაიონში, კერძოდ კი თიანეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე 4000-მდე მოსახლეს ელექტროენერგია ხშირად ეთიშება მიზეზი კი ,,ენერგო-პრო-ჯორჯიას" მოძველებული სადენებია.

ხაჩირაშვილის განცხადებით გლდანის რაიონის უმრავლესობა ,,თელასის" აბონენტია და განსახილველია რამდენად შესაძლებელია, რომ თიანეთის გზატკეცილის 4000-მდე მოსახლე ,,თელასის" აბონენტი გახდეს.

,,რამდენადაც ეს საკითხი გამგეობის კომპეტენციას სცილდება მინდა მივმართო ენერგო-პრო-ჯორჯიასა" და ,,თელასის" წარმომადგენლებს დავგეგმოთ საჯარო განხილვა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, რათა ათასობით ოჯახი უამინდობის დროს ელექტროენერიის გარეშე არ დარჩეს", -განაცხადა ხაჩირაშვილმა.