Toyota Motor Corp-ი მსოფლიო ბაზარზე ლიდერის ტიტულს იბრუნებს

საქართველო, თბილისი - 2013-02-22 18:20:00

იაპონური საავტომობილო კონცერნი Toyota Motor Corp-ი მსოფლიო ბაზარზე ლიდერის ტიტულს იბრუნებს. კომპანიის მენეჯმენტს Toyota-სა და Lexus-ის რეკორდულად დიდი რაოდენობით გამოშვება აქვს დაგეგმილი. წინასწარი ინფორმაციით, კომპანია 2013 წელს 8,79 მლნ ავტომობილს, ხოლო 2014 წელს 9,5 მლნ ავტომონილს გამოუშვებს.
2012 წელს Toyota-სა და Lexus-ის ბრენდის ქვეშ მთლიანობაში 8,74 მლნ ავტომობილის წარმოება მოხდა.