“საქსტატს“ FAO-ს ექსპერტი სტუმრობს

საქართველო, თბილისი - 2013-02-21 10:40:00


სასურსათო უსაფრთხოების საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესების რეგიონული პროექტის ფარგლებში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ორკვირიანი ვიზიტით FAO-ს ექსპერტი იმყოფება. ის გაეცნობა „საქსტატის" მიერ სასურსათო ბალანსების წარმოებაში გამოყენებულ მეთოდოლოგიას, რის შედეგადაც გაკეთდება შეფასების დოკუმენტი. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია, საქსტატის სოფლის მეურნეობის სამმართველოს თანამშრომლების ტრეინინგი სასურსათო ბალანსების წარმოებაში.