უკრაინაში ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაცია მალე დასრულდება
საქართველო, თბილისი - 2013-02-20 17:58:00
![]()
უახლოეს ხანებში უკრაინაში ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების პროდუქციის რეგისტრაცია დასრულდება. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" „საქპატენტიდან" აცნობეს, რეგისტრაციის პროცესი უკრაინაში უკვე დაწყებულია. 21-23 თებერვალს „საქპატენტის" დელეგაცია უკრაინის საპატენტო უწყებაში რეგისტრაციის დასრულებისთვის საჭირო დამატებით დოკუმენტაციას წარადგენს.
აღსანიშნავია, რომ „საქპატენტის" დელეგაცია უკრაინის დედაქალაქში დღეს გაემგზავრა სადაც მე- 20 საერთაშორისო კონფერენცია - ,,ინტელექტუალური საკუთრების აქტუალური პრობლემატური საკითხები" მიმდინარეობს. კონფერენციაზე, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) და უკრაინის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სამსახურის ეგიდით მიმდინარეობს, საქპატენტის თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძეა მიწვეული.