სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
საქართველო, თბილისი - 2013-02-20 14:54:00
![]()
20 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 27 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.450 პროცენტით, მაქსიმალური 10.470 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 10.455 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 10.4 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.