პრეზიდენტმა მათ და სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა და თითოეულ ქართველს წარმატებული და ბედნიერი წელიწადი უსურვა.
მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა ალილოს მონაწილეებს პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერებინა და საკუთარ კაბინეტში მიიპატიჟა.
ალილოს მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო. შობის "მახარობლებმა" თითქმის მთელი დედაქალაქი შემოიარეს და მსვლელობა პრეზიდენტის სასახლეში დაასრულეს.