ბრატისლავაში ნატოს მინისტერიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია დაესწრება

საქართველო, თბილისი - 2009-10-22 10:14:00

ბრატისლავაში ნატოს მინისტერიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია დაესწრება. მინისტერიალს ალიანსის გენერალური მდივნი ანდრეს ფოგ რასმუსენი გახსნის. მინისტერიალს რასმუსენი ნატოს გენერალური მდივნის რანგში პირველად წარუძღვება.

ნატოს გენერალური მდივანი ისაუბრებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამომავლო გეგმებზე, ალიანსის უსაფრთხოებაზე და ნატო-რუსეთის ურთიერთობაზე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საკითხებზე.

მინისტერიალის ფარგლებში ბაჩო ახალაია პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.