ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს

საქართველო, თბილისი - 2012-07-12 08:00:00

დღეს, 12 ივლისს, კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა გახდება ცნობილი.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პირადად წარადგენს.

კანდიდატების წარდგენა ღონისძიება კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მოხდება.