NDI: გამოკითხულთა 77% ცხოვრობს იქ, სადაც ჩაწერილია

საქართველო, თბილისი - 2012-07-11 18:12:00

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 77% ცხოვრობს იქ, სადაც ჩაწერილია.

NDI-ის კითხვაზე - ცხოვრობთ თუ არა ამჟამად იქ, სადაც ჩაწერილი ხართ? -გამოკითხულთა 77%-მა დადებითი პასუხი, ხოლო 23% უარყოფითი პასუხი გასცა.

შეგახსენებთ, კვლევა, რომელიც NDI-მ წარმოადგინა, საქართველოს მასშტაბით 4 ივნისიდან 22 ივნისამდე ჩატარდა და პირისპირ ინტერვიუს პრინციპით 6 299 ადამიანი გამოიკითხა.