ბათუმში მე-9-ე საერთაშორისო კონფერენცია ,,საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები" მიმდინარეობს. კონფერენცია ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ გახსნა. კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრება.კონფერენციაზე ოთხი თემატური სესია მუშაობს:
I სესიაზე-„დემოკრატიული რეფორმები და კანონის უზენაესობა" - განიხილება აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის წარმატების მნიშვნელობა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის გამოწვევები, დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი ელემენტის - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საკითხი, ასევე განიხილება მედიის თავისუფლების მნიშვნელობასა და სამოქალაქო საზოგადოების როლი.
II სესიაზე-„გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები" - განიხილება ევროპული ინტეგრაციის, დემოკრატიის განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისათვის აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა, ძირითადი სადისკუსიო საკითხია ევროკავშირის როლი აღმოსავლეთ სამეზობლოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.
III სესიაზე - „ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობები" - განიხილება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა და ევროკავშირში თანმიმდევრული ინტეგრაციის გზით ეკონომიკური მოდერნიზაციიის პერსპექტივები. ასევე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის, როგორც ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ფაქტორის მნიშვნელობა, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეფორმები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების საკითხები.
IV სესიაზე- „ხალხთა შორის კონტაქტები, როგორც ევროინტეგრაციის კატალიზატორი"- განიხილება ერთა შორის თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კულტურა, განათლება და მეცნიერება; ხალხთა შორის კონტაქტების მნიშვნელობა კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხში; ადამიანთა თავისუფალი გადაადგილება, როგორც ერებს შორის ინტეგრაციის გაღრმავების აუცილებელი წინაპირობა.