დღეს ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

საქართველო, თბილისი - 2012-07-10 10:24:00

დღეს, 10 ივლისს, საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.

როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია ხანმოკლე სეტყვაც.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს დაცვის სამინიტროს მონიტორინგის სამსახურში განუცხადეს, წვიმამ, შესაძლოა, მშრალ ხევებსა და პატარა მდინარეებში წყალმოვარდნებიც გამოიწვიოს.

სპეციალისტები 11 ივლისიდან ქვეყნის მასშტაბით გამოიდარებას ელიან.