ქართლში დაგეგმილი აქციის დროს ბიძინა ივანიშვილი რეგიონის მასშტაბით მაჟორიტარებს წარადგენს
საქართველო, თბილისი - 2012-07-09 13:41:00
![]()
,,ქართული ოცნების" აქცია გორში 15 ივლისს 19:00 საათზე გაიმართება. როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა შიდა ქართლში დაგეგმილი აქციის დროს ბიძინა ივანიშვილი რეგიონის მასშტაბით მაჟორიტარებს წარადგენს.
,,15 ივლისს 19:00 საათზე გორში ჩვენი მორიგი აქცია გაიმართება. აქცია კომბინატის დასახლებაში კულტური სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. ამ აქციაზე შიდა ქართლის მაჟორიტარი კანდიდატები იქნებიან წარდგენილი", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ"M საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქციები თბილისში, ოზურგეთში, ქუთაისსა და მცხეთაში გამართა.