მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, უნდა შეიცვალოს სიღარიბის შეფასების კრიტერიუმები და უმწეოს სტატუსის მინიჭება დამოკიდებული უნდა იყოს მოქალაქის შემოსავალზე და არა უძრავ ქონებაზე. მისი თქმით, ადამიანი, რომელსაც არ აქვს სახლი ყველაზე მეტად საჭიროებს სახელმწიფო დახმარებას.
„სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ქალბატონი ლამარას მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს სოცილაური საცხოვრისით, რადგან ჩვენი სისტმა ისეა მოწყობილი, რომ სწორედ უსახლკაროები რჩებიან სოციალური დაცვის გარეშე" - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.
„ქრისტიან-დემოკრატები" სოციალურად დაუცველ ლამარა მენთეშაშვილს შუამდგომლობას დაპირდნენ და აღნიშნული საკითხი თბილისის საკრებულოს დონეზეც განიხილება.