ჯონ ბასმა საქართველოში თავისი სამწლიანი მოღვაწეობა დაასრულა

საქართველო, თბილისი - 2012-07-05 20:45:00

აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა საქართველოში თავისი სამწლიანი მოღვაწეობა დაასრულა. როგორც აშშ-ის დამოუკიდებლობის 236-ე წლისთავთან დაკავშირებულ მიღებაზე ჯონ ბასმა განაცხადა ის საქართველოში თავის ცოლთან, ჰოლისთან ერთად ტურისტად დაბრუნდება.

"ჩვენ გვექნება საშუალება, ვიხილოთ კიდევ მეტად განვითარებული დემოკრატიული ინსტიტუტები და ის წინსვლა, რომელიც საქართველოს წინ აქვს", _ განაცხადა ჯონ ბასმა.

აშშ-ის დამოუკიდებლობის 236-ე წლისთავთან დაკავშირებული მიღება ბოლო ოფიციალური ღონისძიებაა, რომელიც ჯონ ბასმა აშშ-ის ელჩის რანგში გამართა