საქართველოს ახალი მთვარობა ჰყავს

საქართველო, თბილისი - 2012-07-04 15:06:00

საქართველოს ახალი მთვარობა ჰყავს. 102 ხმით 7-ის წინააღმდეგ პარლამენტმა დღეს მინისრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა.

მინისრტთა კაბინეტის შემადგენლობას და მთავრობის პროგრამას -„მეტი სარგებელი ხალხს" ნდობა საპარლამენტო უმრავლესობამ გამოუცხადა.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი დარბაზში არ იმყოფებოდა, ხოლო ვინც დარბაზში იყო ხმა წინააღმდეგ მისცა.

მთავრობის პროგრამა 7 გვერდიანია და მასში 3 ძირითად საკითხზეა ყურადღება გამახვილებული: დასაქმება, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვა.