"ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პარტიასთან. თუ მათ ექნებათ კონკრეტული წინადადება, ღია ვარ ყველასთვის. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიური მრწამსისა და პოლიტიკური შეხედულებებისა, მიიღოს ის, რასაც თვითონ მიიჩნევს საჭიროდ, მაგრამ ამისთვის თვითონაც უნდა გაიგოს, რა უნდა მას და რა სჭირდება სახელმწიფოს, რა სჭირდება ქვეყანას. თითოეულმა ჩვენგანმა საზოგადოებაში თავისი ადგილი უნდა ნახოს. ჩვენ ვითანამშრომლებთ ძალიან მჭიდროდ განათლების სამინისტროსთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროსთან", _ განაცხადა ტრაპაიძემ.
შეგახსენებთ, პაატა ტრაპაიძე დასაქმების მინისტრად ივანე მერაბიშვილმა დღეს დაასახელა.