ივანე მერაბიშვილმა დასაქმების მინისტრად პაატა ტრაპაიძე წარადგინა

საქართველო, თბილისი - 2012-07-02 14:23:00

ივანე მერაბიშვილმა დასაქმების მინისტრად პაატა ტრაპაიძე წარადგინა, _ აღნიშნულის შესახებ მერაბიშვილმა გლდანში განაცხადა, სადაც პროფესიული სასწავლებელი შენდება.

პაატა ტრაპაიძე კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტ"-ის ხელმძღვანელია. "კავკასუს როუდ პროჯექტ"-მა საგზაო საამშენებლო სფეროში კონკურენციის გაზრდისა და ადგილობრივი კომპანიების განვითარების საქმეში დიდი წვლილი შეიტანა.

2010 წელს პრეზიდენტმა ღირსების ორდებით დააჯილოდვა.

აღნიშნული კანდიდატურა დასამტკიცებლად ხვალ პარლამენტს წარედგინება.