ბიძინა ივანიშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

საქართველო, თბილისი - 2012-07-01 19:52:00

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, მცხეთაში გამართულ აქციაზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.

"ქართული ოცნებიდან" დუშეთში კენჭს იყრის ირაკლი ტრიპოლსკი , თიანეთში - ზაქარია ქუცნაშვილი, ყაზბეგში - ექიმი ილია წიკლაური, მცხეთაში კი - ექიმი დიმიტრი ხუნდაძე.