საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ორშაბათს, 2 ივლისს გახდება ცნობილი. როგორც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, მთავრობა 2 ივლისს საქართველოს პარლამენტს ახალ პროგრამას წარუდგენს და ვანო მერაბიშვილიც მთავრობის ახალ შემადგენლობას დასამტკიცებლად წარადგენს. ორშაბათს, პარლამენტში მთავრობის ახალი პროგრამის წარდგენისას, დასახელდება შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობა, ასევე თუ ვინ იქნება დასაქმების სახელმწიფო მინისტრი, რომლის პოსტის შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს განაცხადა.