პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს იხურება

საქართველო, თბილისი - 2012-06-29 09:34:00

დღეს, 29 ივნისს, პარლამენტის 2012 წლის საგაზაფხულო სესია დაიხურება.

რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება, ხოლო საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება.