NDI სადამკვირვებლო მისების ფარგლებში წინასაარჩევნო ვითარებაზე დაკვირვების შედეგებს წარადგენს

საქართველო, თბილისი - 2012-06-29 08:52:00

დღეს, 29 ივნისს, NDI წინასაარჩევნოდ არსებული ვითარების შესახებ დაკვირვების თავდაპირველ შედეგებს წარმოადგენს. როგორც ჟურნალისტებთან აშშ-ში NDI-ის ხელმძღვანელმა ტენეტ ვოლეკმა განაცხადა, საქართველოში NDI-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლა ივლისში იგეგმება.

"თბილისი მარიოტში წინასაარჩევნო პროცესზე დაკვირვების საწყის შედეგებს წარვადგენთ. გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლა კი ივლისში იგეგმება", - განაცხადა ჟურნალისტებთან ვოლეკმა.