ჯონ ბასი არჩევნებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

საქართველო, თბილისი - 2012-06-27 20:19:00

ხვალ, 28 ივნისს, 12:00 საათზე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით "ქორთიარდ მარიოტში" პრესკონფერენციას გამართავს.

როგორც საელჩოში აცხადებენ, პრესკონფერენციის თემაა შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები.