"ქართულმა ოცნებამ" მცხეთის მუნიციპალიტეტისგან ნებართვა მიიღო

საქართველო, თბილისი - 2012-06-26 14:29:00

 "ქართულმა ოცნებამ" 1 ივლისს, 19.00 საათზე მცხეთაში, თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის ჩატარების შესახებ ოფიციალური ნებართვა მცხეთის მუნიციპალიტეტისგან უკვე მიიღო, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კოლიციის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

შეგახსენებთ, წინასაარჩევნი კამპანიის ფარგლებში ,,ქართულმა ოცნებამ" აქციები თბილისიში, ქუთაისსა და ოზურგეთში გამართა.