„ორი ადამიანი მოვიდა, შეიძლება რომ შემოვიდეთო? მე ტელევიზორს ვუყურებდი. გავისაუბროთო. კი ბატონო მეთქი, ვუთხარი. შიგნით შემოვიდნენ სახლში. რაღაც წამიკითხეს. მკითხეს, აქ ცხოვრობო და ვუპასუხე კი მეთქი. მერე მითხრეს, ჩვენ „ქართული ოცნებიდან" ვართ, ხმა მიეცით და ორნი ხომ ხართ, 10-10 ლარს მოგცემთო. ამაზე გავგიჟდი, ვტაცე ხელი და გამოვრეკე გარეთ. საბუთებს, რომ ვართმევდი, ხალათი შემომახიეს. მერე პოლიცია მოვიდა. მე დავურეკე პატრულს, ვუთხარი მოდით, მიშველეთ მეთქი. აბა ქალები იყვნენ და მათ ხელს ხომ ვერ გავარტყამდი. 10 ლარზე საქართველოს არ გავყიდი", - განაცხადა ალექსანდრე მუღალაშვილმა.
კოალიცია „ქართული ოცნების" თელავის შტაბში ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.