„ახალგაზრდა ქრისტიან დემოკრატებმა" მუხიანის ერთ-ერთი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარეს

საქართველო, თბილისი - 2012-04-29 15:05:00

დღეს, 30 აპრილს, „ახალგაზრდა ქრისტიან დემოკრატებმა" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშიასთან ერთად მუხიანის დასახლებაში ერთ-ერთი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარეს.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიიდან აცნობეს, ეს არის პროექტი რომელიც ითვალისწინებს გარეუბნების აღდგენას. უკვე გამოყოფილია 10-ზე მეტი სკვერი, რომელსაც „ქრისტიან-დემოკრატები" ყოველ კვირა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად განაახლებენ.

„ჩვენ ადგილობრივებთან ერთად ვიწყებთ სწორედ ამ სკვერების აღორძინებას, მათ დასუფთავებასა და რეაბილიტაციას, რათა სკვერმა თავისი სახე დაიბრუნოს"- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ქრისტიან-დემოკრატმა ჯაბა სამუშიამ.