ჯვართაღმართების დღესასწაული 2007 წელს აღდგა. დღესასწაულს საფუძვლად ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული გადმოცემა დაედო და მოციქულთასწორის წმ. ნინოს მიერ მე-4 საუკუნეში ქართლის მოქცევას უკავშირდება. დღესასწაულის დაწესების პერიოდან ჯერ კიდევ წმ. მეფის მირიანის დრო ითვლება.
უწმინდესის კურთხევით, ჯვართაღმართების დღეს მცხეთის ჯვარზე, თხოთსა და უჯარმის ტაძრებში აღმართული ჯვრები ერთი წლის შემდეგ საქართველოს საზღვრისპირა რაიონებში იგზავნება და იქ იდგმება, რათა პატიოსანი ჯვრების მადლი საქართველოში განიფინოს.